საქართველოში მთავრობის ვალის ზედა ზღვარს ადგენს ორგანული კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, რომლის მიხედვითაც ვალი არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ს 60%-ს. პარტია „მოქალაქეების“ მიზანია ეტაპობრივად შემცირდეს სახელმწიფო ვალი, რაც მოკლევადიან პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ს 30%-ს.