ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები
მართლმსაჯულების მიმართ ნდობის განმტკიცების მიზნით, პირველ ეტაპზე აუცილებელია, საქართველოში შეიქმნას ავტორიტეტული საერთაშორისო არბიტრაჟი, რომლის უფლებამოსილება უპირატესად ბიზნესდავებზე გავრცელდება, რაც ინვესტორებს მეტ ნდობას გაუჩენს და ინვესტიციების ზრდას შეუწყობს ხელს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში უზენაესი სასამართლო უნდა დაკომპლექტდეს კვალიფიციური უცხოელი მოსამართლეებით იმ დრომდე, ვიდრე ისინი საქართველოში სამართლიანობის პრეცედენტს შექმნიან. ასევე აუცილებელია დაიშალოს იუსტიციის საბჭო და მის ნაცვლად შეიქმნას თვისებრივად განსხვავებული, დამოუკიდებელი ორგანო.