პარტია „მოქალაქეები“ მხარს უჭერს საშეღავათო სისტემის დანერგვას, რაც კონკრეტულად გულისხმობს მცირე მეწარმეებისთვის გადასახადების შემცირებას, ტექნოლოგიური სერვისის შემქმნელი/მიმწოდებელი კომპანიების გადასახადებისგან სრულად გათავისუფლებას; პარტიას მიუღებლად მიაჩნია, რამდენიმე თვის შემდეგ ერთჯერადი დახმარებების გაწევა, რაც წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს უფრო შეიცავს.