აუცილებელია სამართლიანი საარჩევნო გარემოსა და სისტემის უზრუნველყოფა. არჩევნები უნდა გაიმართოს თავისუფალ გარემოში ყოველგვარი წნეხისა თუ იძულების გარეშე. პარტია მხარს დაუჭერს არა შერეულ საარჩევნო სისტემას, არამედ პროპორციული სისტემის დანერგვას და თანაბარი, კონკურენტული გარემოს შექმნას ყველა მონაწილისთვის.
ჩვენი პარტიისთვის პრინციპულია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულება და ამ გზით საარჩევნო სისტემის დახვეწა; აგრეთვე ხმის დაცვის მექანიზმის გაძლიერება, რის გამოც ჩვენ მიერ ინიციირებულია ახალი საკანონმდებლო ინიციატივა. თანაბარი გარემო და ყველა მონაწილე პარტიისთვის საეთერო დროის გამოყოფა ამომრჩევლის უკეთ ინფორმირების მიზნით.
პასუხისმგებლობის გამკაცრება არჩევნების მონაცემების გაყალბების გამო. არჩევნები უნდა გახდეს მოქალაქისთვის მისი მომავლის უკეთესობისკენ შეცვლის გზა და აუცილებელია ამის პოპულარიზება.