სტრატეგია აღმაშენებელი
მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ქმედითი, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნა; ჩვენი ხედვით, საჯარო სამსახურის საქმიანობის დიდი ნაწილი გადავა პროექტული მართვის პრინციპებზე. პროექტული მართვა საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი დავალება/პროექტი იყოს შედეგზე ორიენტირებული, კონკრეტული ინდიკატორებითა და პასუხისმგებელი პირებით. ამით შესაძლებელია დროის უფრო ეფექტურად გამოყენება და, გარდა ამისა, პროექტში ჩართულ პასუხისმგებელ პირებს უჩენს მეტ მოტივაციას დავალების წარმატებით შესასრულებლად. ამასთანავე, პროექტული მართვის პრინციპები მაქსიმალურად გამორიცხავს უფლებამოსილებებისა და დავალებების გადაფარვას, ხელს უწყობს მოვალეობების გამიჯვნას, რაც იძლევა ადამიანური და სხვა რესურსების უფრო ეფექტურად და ხარჯთეფექტიანად განკარგვის საშულებას.