ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი
ტურიზმი ჩვეულებრივი ბიზნესია, რომელსაც თუ სახელმწიფო არ შეზღუდავს, განვითარდება. ჩვენი დაპირებაა ის, რომ ბიზნესს ხელს არ შევუშლით, პირიქით, დავეხმარებით თანასწორად და სამართლიანად, კერძოდ, შევამცირებთ გადასახადებს და გავაუქმებთ უაზრო რეგულაციებს. ეს მიდგომა ტურიზმის ბიზნესსაც ისევე ეხება, როგორც ღვინის ან მანდარინის წარმოებას და თანაბრად უწყობს ხელს მათ განვითარებას.
ასეთი მიდგომის შემთხვევაში ადამიანები მეტად მარტივად პოულობენ იმ საქმეს, რისი კეთებაც მათ ყველაზე უკეთ გამოსდით. გვჯერა, რომ ტურისტული ბიზნესი ერთ-ერთი ძალიან საჩვენო საქმეა, რადგან ქართული სამზარეულოც და სტუმარმასპინძლობის ტრადიციაც ამის საუკეთესო წინაპირობას იძლევა.