აუცილებლად გამოსაძიებელია ყველა ფაქტი, როდესაც ირღვეოდა მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ ამგვარი ქმედებების პოლიტიკური დამკვეთნი და ასევე შემსრულებელნიც. უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა ამ მიმართულებით და, ჩვენს ქვეყანაში არსებული მძიმე პრაქტიკიდან გამომდინარე, მსგავსი დანაშაული უნდა გაუტოლდეს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულს.