საქართველოს, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წევრი ქვეყნის მოქნილობა და თავისუფლება ფისკალური პოლიტიკის გარკვეულ მიმართულებებზე არგუმენტირებულ, დაბალანსებულ საბიუჯეტო პრიორიტეტებს გულისხმობს. ჩვენი გათვლებით, შიდა საბიუჯეტო ხარჯების პროპორცია მთლიანი შიდა პროდუქტის მატებაზე დიდად იქნება დამოკიდებული შემდეგ გარემოებებზე:
სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის შემცირება და სახელმწიფოს მხრიდან რეგიონალური ინიციატივების მხარდაჭერა პრინციპით - „ქვემოდან ზემოთ“ გაცილებით ეფექტურ ეკონომიკურ და ფისკალურ პლატფორმებს შექმნის დივერსიფიცირებული აგრობიზნესის, ტექნოლოგიური და ინოვაციური, ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. მათი განხორციელების გარეშე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებს ვერ შესთავაზებ დაბალი თვითღირებულების, მაგრამ მაღალი ხარისხის პროდუქტებს.