გადასახადების შემცირების პირობებშიც კი ბიუჯეტში რჩება საკმარისი რესურსი ხალხზე ორიენტირებული, მიზნობრივი სოციალური პროგრამებისთვის, რათა 2021 წლიდან შესაძლებელი იყოს:
იმავდროულად, „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებული ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სისტემა უზრუნველყოფს ღირსეულ პენსიას მომავალი პენსიონერებისთვის. საპენსიო სქემაში ჩართვის ნებაყოფლობით პრინციპზე აგებული ამ სისტემის მიხედვით, 40 წლის მასწავლებელი ქალი, რომლის დარიცხული ხელფასი 500 ლარია, საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე, საბაზო პენსიაზე დამატებით, დაგროვებითი სქემით ყოველთვიურად 1 026 ლარს მიიღებს. ჩვენი ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სქემა ყველა ასაკის ადამიანისთვის ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. მონაწილე თავად აირჩევს:
ეს დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე და მისი ადმინისტრირება შესაძლებელია ზედმეტი ბიუროკრატიისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფის გარეშე.