შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად 2012 წლის თებერვალში დააფუძნა. პარტიის თავმჯდომარეა ბიძინა ივანიშვილი, გენერალური მდივანი - კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი - ირაკლი კობახიძე. პარტიის აღმასრულებელი ორგანოა პარტიის პოლიტიკური საბჭო, რომლის შემადგენლობას ყრილობაზე ირჩევენ. „ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და მმართველი ძალა გახდა.


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მემარცხენე-ცენტრისტული მიმართულების პარტიაა. საშინაო პოლიტიკაში მისი გაცხადებული მიზნებია სოფლის მეურნეობის აღორძინება, საყოველთაო დაზღვევა, ხოლო საგარეო პოლიტიკაში - ევროატლანტიკური ინტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.


პარტიის ვებგვერდი: http://gd.ge/


ჩამოტვირთეთ კითხვარის სრული ვერსია


მოუსმინეთ კითხვარის აუდიო ვერსიას


კითხვარის აუდიო ვერსიები საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ მომზადდა.

პარტიის პოზიცია