„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ ახლად დაარსებული პოლიტიკური პარტიაა. მისი ოფიციალური წარდგენის თარიღია 2020 წლის 4 აგვისტო. პარტიის თავმჯდომარეა ალექსანდრე ელისაშვილი.
პარტიის დამფუძნებელთა განცხადებით, საქართველოს მოქალაქეობა ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს ქვეყნის წინაშე და სწორედ ამ მთავარი იდეის გარშემო შეიკრიბა გუნდის თითოეული წევრი ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში. მთავარ სამოქალაქო ფასეულობებად ცოდნა, შრომა და პატიოსნება მიაჩნიათ. ქართველი ხალხისთვის ღირსეული ცხოვრების დაბრუნება არის „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ პირველი და უკანასკნელი სურვილი.
პარტიის ვებგვერდი: http://mokalakeebi.org/
ჩამოტვირთეთ კითხვარის სრული ვერსია
მოუსმინეთ კითხვარის აუდიო ვერსიას
კითხვარის აუდიო ვერსიები საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ მომზადდა.
ჩამოტვირთეთ კოვიდ 19-ის საპასუხო ანტიკრიზისული გეგმა