„ლელო საქართველოსთვის“ 2019 წლის 22 დეკემბერს დაარსდა. ახალ პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, პარტიაში გაერთიანდნენ „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“. პარტიის თავმჯდომარეა მამუკა ხაზარაძე, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი, გენერალური მდივანი - ბადრი ჯაფარიძე.
„ლელო საქართველოსთვის“ ცენტრისტულ პოლიტიკურ შეხედულებებს ეფუძნება. პარტიის წევრების რწმენით, ბიზნესი უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფოს ჩარევისგან. პარტიის დამფუძნებელთა განცხადებით, დიალოგი და თანამშრომლობის კულტურა, დემოკრატიის, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის ძირითადი წინაპირობაა. პარტიის რწმენით პატრიოტიზმი, თავისუფლება, ეროვნული და სამოქალაქო ფასეულობები ერთმანეთს ავსებს და სახელმწიფოს საძირკველს წარმოადგენს.
პარტიის ვებგვერდი: https://lelo2020.ge/
ჩამოტვირთეთ კითხვარის სრული ვერსია
მოუსმინეთ კითხვარის აუდიო ვერსიას
კითხვარის აუდიო ვერსიები საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ მომზადდა.