შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ ოფიციალურად 2016 წლის 18 მაისს დაარსდა. პარტიის დამფუძნებელია ზურაბ ჯაფარიძე, თავმჯდომარე კი იაგო ხვიჩია. „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ პოლიტიკური იდეოლოგია კლასიკური ლიბერალიზმია, რომლის მიხედვითაც პარტიის წევრები მხარს უჭერენ სამოქალაქო და პოლიტიკურ წარმომადგენლობით დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ეკონომიკურ თავისუფლებას.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ თავისუფლების, ძალადობის დაუშვებლობისა და მცირე მთავრობის იდეებს ეფუძნება. პარტიის დამფუძნებელთა რწმენით, ყველა სახის ძალადობა გაუმართლებელია, ადამიანის თავისუფალი ნება მთავარი ფასეულობაა და მხოლოდ ასეთ პირობებშია შესაძლებელი მშვიდობიანი და ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

პარტიის ვებგვერდი: https://www.girchi.com/

ჩამოტვირთეთ კითხვარის სრული ვერსია

მოუსმინეთ კითხვარის აუდიო ვერსიას


კითხვარის აუდიო ვერსიები საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ მომზადდა.

პარტიის პოზიცია