„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოეყო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და პარლამენტში 21 მანდატი მიიღო. პარტიის თავმჯდომარეა დავით ბაქრაძე, გენერალური მდივანი - გიგი უგულავა, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე - გიგა ბოკერია.
პარტიის დამფუძნებელთა განცხადებით, პარტიის ძირითადი მიზნებია ადამიანის უფლებების დაცვა, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარება და ყველა მოქალაქისთვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნა. „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" არის მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა. პარტიას აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, რომლის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ევროპულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია.
პარტიის ვებგვერდი: https://www.europeangeorgia.ge/
ჩამოტვირთეთ კითხვარის სრული ვერსია
მოუსმინეთ კითხვარის აუდიო ვერსიას
კითხვარის აუდიო ვერსიები საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ მომზადდა.