„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2001 წელს დაფუძნდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად". „ვარდების რევოლუციის" შემდეგ 2004 წლის არჩევნების შედეგად პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და 2012 წლის შემოდგომაზე გამართულ საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის მმართველ ძალას წარმოადგენდა. ამ დროის მანძილზე საქართველოს პრეზიდენტი იყო პარტიის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი. საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთ მოწინავე ოპოზიციურ პარტიად იქცა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მემარჯვენე-ცენტრისტულ იდეოლოგიას ემყარება. პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარეა გრიგოლ ვაშაძე, პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი - ნიკა მელია. პარტიას ორი ძირითადი პრიორიტეტი აქვს: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია: ნატოსთან ინტეგრაცია და აშშ-სთან მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობები.
პარტიის ვებგვერდი: https://www.unm.ge/
ჩამოტვირთეთ კითხვარის სრული ვერსია
მოუსმინეთ კითხვარის აუდიო ვერსიას
კითხვარის აუდიო ვერსიები საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ მომზადდა.