პარტია „მოქალაქეებს“ გვაქვს გაცხადებული პროდასავლური პოლიტიკური კურსი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. პარტიის მკაფიო პოზიციაა, ზედმიწევნით შევასრულოთ ევროკავშირის რეკომენდაციები, შევქმნათ შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები და მივიღოთ ამ რეკომენდაციების შესატყვისი კანონმდებლობა.