ეკოლოგიურად უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია:
განახლებადი ენერგორესურსების მხარდაჭერა - აუცილებელია განახლებადი (მზის და ქარის) ენერგიის რესურსის მაქსიმალურად ათვისება და გამოყენება, ამის წასახალისებლად კი - გადასახადების შემცირება და წარმოების ხელშეწყობა.
ბიოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობა - მნიშვნელოვანია აგრარულ სფეროში დასაქმებულთა გადამზადება და ახალი კადრების მომზადება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებით. ასევე აღნიშნული წარმოების ხელშეწყობა საგადასახადო შეღავათების დაწესებით.
ეროზიის და ურბანულ სივრცეებში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის შემცირება, მწვანე საფრის გამრავალფეროვნება - ურბანულ სივრცეებში მეტი სიმწვანის უზრუნველყოფა, ხეების და ბუჩქნარის დარგვა. ასევე, ეროზიული პროცესების შესასუსტებლად განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი ხე-მცენარეების გაშენება.