ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები
საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია ვერ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. იგი უპირველესად ემსახურება ხელისუფლების სხვადასხვა შტოს გავლენების გაძლიერებას და არა სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე შეუძლებელი იქნება ყველა იმ ძირეული რეფორმის გატარება, რომლებიც „მოქალაქეების“ ხედვის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. ძირითადად, ეს ცვლილებები შეეხება მართლმსაჯულების საკითხებს, არსებითად ახალი საარჩევნო სისტემის შექმნას, განათლებას, ადგილობრივი თვითმმართველობების რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, თავდაცვისა და უსაფრთხოების დოქტრინას.