დღეს ჩვენი ქვეყანა ვერ ითვისებს სოფლის მეურნეობის პოტენციალს და დიდწილად დამოკიდებულია იმპორტზე, ხოლო სახნავი მიწების მხოლოდ მეოთხედი მუშავდება. ჩვენი მიზანია ამ დარგის რეფორმირება, რომლის შედეგადაც გლეხები გახდებიან შეძლებული ფერმერები და ქვეყანას ეყოლება წელგამართული მოსახლეობა სოფლად. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საჭიროა, პირველ რიგში, მიწის ახალი რეფორმა, რაც მოიცავს:
გარდა ამისა, პრიორიტეტი მიენიჭება განათლებასა და ახალ ტექნოლოგიებს. ყოველწლიურად გადამზადდება 1000 ახალგაზრდა ფერმერი, რომლებიც გახდებიან მენტორები და ვალდებული იქნებიან, შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე, მიღებული ცოდნა გადასცენ სხვებს. ფერმერებისთვის იარსებებს თანადაფინანსების მექანიზმი ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირების შემთხვევაში, ხოლო ფინანსებზე წვდომა გაუმჯობესდება საგარანტიო ფონდის მეშვეობით. სრულად აღდგება სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და წყალუზრუნველყოფილი ნაკვეთების ფართობი გაორმაგდება. ექსპორტი იქნება ჩვენი პრიორიტეტი. ამიტომაც გადაუდებელ ამოცანად მიგვაჩნია იმ პროდუქტების იდენტიფიკაცია, რომელთაც გააჩნია ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრების პოტენციალი და ხელი შეეწყობა ამ პროდუქტების წარმოებასა და ექსპორტს. ასეთი ხელშეწყობით საქართველოს აგროსასურსათო ექსპორტმა უნდა მიაღწიოს 1 მილიარდ დოლარს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბიოპროდუქტების წარმოებას, რაც უნდა გახდეს ქვეყნის სამარკო ნიშანი. საქართველომ სახელი უნდა გაითქვას, როგორც ნატურალური და მაღალი ხარისხის პროდუქტების მწარმოებელმა ქვეყანამ. ფერმერები, რომლებიც აწარმოებენ საექსპორტო ბიოპროდუქტებს, მიიღებენ დამატებით შეღავათებს.