„სტრატეგია აღმაშენებლის“ ხედვით აუცილებელია მთავრობისა და ბიუროკრატიის შემცირება, რათა საბიუჯეტო სახსრები უფრო ეფექტურად და მიზნობრივად იქნას განკარგული. არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე, მთავრობის ზომა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ს. გარდა ამისა, ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან 100 დღის ვადაში უნდა შემუშავდეს ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმები.