„სტრატეგია აღმაშენებლის“ ხედვით, საქართველომ უნდა შეამციროს იმპორტდამოკიდებულება და მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი საექსპორტო შესაძლებლობა. ამისთვის საჭიროა ეკონომიკის დარგები განვავითაროთ კომპლექსურად (კლასტერულად). წარმოება, სოფლის მეურნეობა, სერვისის ეკონომიკა, ტურიზმი, ცოდნის ეკონომიკა და სხვა სფეროები უნდა განვითარდეს ეტაპობრივად, ერთმანეთთან თანხვედრაში. ჩვენი დეტალურად გაწერილი გეგმით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აშენდება 9 სხვადასხვა პროფილის ინდუსტრიული პარკი:
პირველი 5 წლის მიზანია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში! პირველი წელი - ინვესტიციების მოზიდვა, ტერიტორიების გამოყოფა, ხელშეკრულებების გაფორმება; მე-2 წელი - ინფრასტრუქტურის მოწყობა; მე-3 წელი - საწარმოების ამუშავება, პროდუქციის გამოშვება; მე-4 წელი - მასშტაბირება, იმპორტის ჩანაცვლება; მე-5 წელი - ექსპორტზე გასვლა. ზემოთ ხსენებული პროექტების განხორციელების შემთხვევაში, შემცირდება იმპორტდამოკიდებულება და გაიზრდება ექსპორტის მოცულობა. შედეგად, გამყარდება ლარი, შეიქმნება პროდუქტიული სამუშაო ადგილები, შემცირდება სიღარიბე.