საჯარო სამსახურის რეფორმა არის ეკონომიკის სწრაფი განვითარების გეგმის ნაწილი. საჯარო სამსახურის, ბიუროკრატიის და რეგულირებების უდიდესი უმრავლესობა უნდა გაუქმდეს, რასაც ავტომატურად მოჰყვება ბიუროკრატიის ფუნდამენტური შემცირება და საჯარო სამსახურში მომუშავეთა კერძო ეკონომიკაში დაბრუნება ახალი პროდუქტის შესაქმნელად (ჩვენი აზრით, ბიუროკრატია ხალხისთვის საჭირო არანაირ პროდუქტს არ ქმნის, პირიქით, ხელს უშლის მუშაობაში). „გირჩის“ გეგმა ბიუროკრატიის შემცირების და კერძო სექტორში მათი დაბრუნების შესახებ ასეთია:
ვფიქრობთ, ამ პატიოსანი წინადადებით მივმართოთ დღევანდელ საჯარო მოსამსახურეებს და ვთხოვოთ მათ მხარდაჭერა ამ არჩევნებზე. გვჯერა, რომ საჯარო სამსახურში ბევრი გონიერი ადამიანი მუშაობს, მათ შორის არიან ჩვენი ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და მეგობრები. გვინდა, მათ მიეცეთ შანსი, გათავისუფლდნენ ბიუროკრატიის მარწუხებისგან და, ამავდროულად, დაგვეხმარონ ამ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საქმის განხორციელებაში.