ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა
ტურიზმი უნდა ყოფილიყო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, არადა, პოსტპანდემიურ წლებში შეიძლება სუბსიდირების ობიექტად იქცეს. იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს გრძელვადიან პერსპექტივაში ტურიზმის ინდუსტრიის არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, აუცილებელია უახლოესი 2-3 წლის მანძილზე ამ ინდუსტრიისთვის შენარჩუნდეს ის საშეღავათო რეჟიმი, რომელიც ახლა მოქმედებს.
თუ საქართველო ვერ მოახერხებს უახლოესი 2-3 წლის მანძილზე ტურიზმის ინდუსტრიისთვის ამ საშეღავათო რეჟიმის შენარჩუნებას, ჩვენი გათვლებით, დაიკარგება ტურისტული ბიზნესის ერთი მესამედი და ის საშუალოვადიანი კრიზისული პერიოდი კრიზისული ინდუსტრიისთვის (2-3 წელი) შესაძლოა 5-იდან 7-წლამდე გაგრძელდეს. „ერთიანი საქართველო“ მხარს უჭერს ტურიზმის ინდუსტრიისთვის 2021-2023 წლებში საშეღავათო რეჟიმის შენარჩუნებას.