ნაკისრი ვალდებულებების დაჩქარებული წესით შესრულება;
ოკუპირებული რეგიონების შერიგების პოლიტიკისა და მათი მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერა;
ალიანსის პარტნიორ ქვეყნებთან აქტიური მოლაპარაკებების წარმოება;
ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) გაფართოება - იგი გულისხმობს უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელთა სრული სპექტრის მონაწილეობას და პროფესიული განვითარების მხრივ კვალიფიკაციის ამაღლებას.
ამერიკასთან ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულების დადება:
ორჯერ გაიზრდება დიპლომატთა რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში;
შეიქმნება დიპლომატთა სპეციალური ჯგუფი, რომლის წევრები იმუშავებენ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთდაცვის ხელშეკრულების გასაფორმებლად;
შეიცვლება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;
სამხედრო თავსებადობის გასაძლიერებლად, პირველ ეტაპზე, შეიქმნება ანტიტერორისტული ცენტრი კავკასიის რეგიონში ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების მიზნით;
საფუძველი ჩაეყრება ყოველწლიურ სამხედრო წვრთნას ამერიკასა და საქართველოს შორის.
ამერიკული საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო სამხედრო ბაზების გახსნა:
სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით დაიწყება აქტიური მოლაპარაკებები პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებთან;
საქართველოს მასშტაბით შეირჩევა სამი ადგილი შემდგომში ბაზების განსათავსებლად.