შევქმნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალ სასწავლო პროგრამებს სკოლამდელი განათლების სფეროში პროფესიონალი კადრების მოსამზადებლად;
სპეციალისტებთან, მკვლევრებთან, ტრენერებთან, ლექტორებთან და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შევიმუშავებთ სატრენინგო პროგრამებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს არაკვალიფიციური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას. აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვება ყველა აღმზრდელი, რომლებიც უკვე დასაქმებული არიან სკოლამდელ დაწესებულებებში;
70 ახალი საბავშვო ბაღი, რომელთაგან თითოეული იქნება მინიმუმ 200 ბავშვზე გათვლილი. შევძლებთ შევამციროთ ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა!
სკოლებში მოსწავლეებისთვის დაწესდება ერთჯერადი კვება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით!
ფსიქოლოგის ინსტიტუტის დანერგვა სკოლებში - ყველა სკოლას ეყოლება საკუთარი ფსიქოლოგი!
სასკოლო მასალა სრულად უნდა პასუხობდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების სტანდარტებს;
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება სწავლება უმაღლესი სასწავლებლის ყველა საფეხურზე!