საქართველომ აქტიური თანამშრომლობა უნდა გააგრძელოს დასავლელ პარტნიორებთან და მათთან თანამშრომლობის მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს პირდაპირი და ორმხრივი დახმარება. საქართველო შეიძლება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ გახდეს NATO-ს წევრი, მაგრამ ეს ხელს არ უშლის აშშ-ს და NATO-ს წევრ სხვა მოკავშირეებს, საქართველოს პირდაპირი პრაქტიკული დახმარება გაუწიონ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის მიზნით. მაგალითად ისე, როგორც უკრაინის, ისრაელის და პაკისტანის შემთხვევაში.