შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

თავდაცვის სფეროში ჩვენი პრიორიტეტებია:

 

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომი გაძლიერება და ნატოს შეიარაღებულ ძალებთან მათი ურთიერთქმედების გაუმჯობესება. ამ მიზნით მონაწილეობას უნდა ვიღებდეთ ნატოს ეგიდით და/ან ნატოს წევრ-სახელმწიფოებთან ერთად საქართველოსთვის ხელმისაწვდომ ყველა წვრთნასა და მისიაში, ასევე გაეროსა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში;
  • შეირაღებული ძალების ეტაპობრივად, სრულად გადაყვანა პროფესიულ საკონტრაქტო სისტემაზე და, შესაბამისად, უარის თქმა სავალდებულო სამხედრო სამსახურზე;
  • ნატოს სტანდარტებზე მორგებული ტერიტორიული რეზერვის კონცეფციის შემუშავება და განხორციელება, რომელიც იქცევა როგორც პროფესიონალური არმიის შევსების, ისე სამხედრო-პატრიოტული აღზრდის ეფექტურ სკოლად;
  • სამხედრო პირთა სოციალური დაცვა - უნდა გაიზარდოს მათი შრომის ანაზღაურება; გაფართოვდეს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი; დაღუპულ სამხედრო პირთა შვილები სასწავლო გრანტით უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ;
  • შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია-აღჭურვა; განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქვეყნის საჰაერო თავდაცვისუნარიანობასა და კიბერუსაფრთხოებას;
  • აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურის ქვეყანაში განთავსება;
  • სამხედრო მრეწველობის გაძლიერება, რომელიც, ერთი მხრივ, განამტკიცებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს ასობით მილიონი დოლარის ოდენობით;
  • საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერება შეიარაღებული ძალების სამოქალაქო ზედამხედველობის სფეროში, ნატოს სტანდარტების შესაბამისად.

პარტიის პოზიცია