შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
ჩვენი მიზანია გატარდეს უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობის ზრდისკენ მიმართული რეფორმები, რომლებიც მოახდენს უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ინსტიტუტებს შორის უფრო მჭიდრო კოორდინაციას, უზრუნველყოფს სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტების ურთიერთქმედების ხარისხის გაუმჯობესებას; გარდა ამისა, შესაძლებელს გახდის სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორში ჩართული ინსტიტუტების შესაბამისი უწყებრივი სტრატეგიების შემუშავებას. ამ პროცესის ქვაკუთხედია სამხედრო ძალებისა და მთლიანად უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების შემდგომი გაძლიერება. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით გადამწყვეტია NATO-ში გაწევრიანება, ხოლო გაწევრიანებამდე მჭიდრო თანამშრომლობა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან. საქართველო ითამაშებს მნიშვნელოვან როლს შავი ზღვის აუზსა და აღმოსავლეთ ევროპაში ისეთი რეგიონალური ინიციატივების მხარდაჭერად, რომლებიც ხელს უწყობს მთელ რეგიონში დემოკრატიულ პროცესების განვითარებას. ამავე დროს, ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენები და მოსახლეობის დამოკიდებულება სამართალდამცავი სისტემის მიმართ. სისტემისადმი გაჩნდა ერთგვარი უნდობლობა. მოქალაქეს სახელმწიფოსთან დავისას არ აქვს დაცულობის განცდა, პრობლემატურ საკითხებად რჩება უკანონო მოსმენა-მიყურადება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, გამოძიების მიუკერძოებლობა, პოლიციისა და პროკურატურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

პარტიის პოზიცია