შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს, როგორც რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებასა და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას. საქართველო კიდევ უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს საერთაშორისო ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებში, რის მისაღწევადაც ერთ-ერთი მთავარი პროექტი ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობა და კავკასიის ეკონომიკურად მიმზიდველ, მშვიდობიან და უსაფრთხო რეგიონად გადაქცევა. საქართველოს ტრადიციულად კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს რეგიონის ქვეყნებთან: აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან, უკრაინასთან. ჩვენი მიზანია, საქართველომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შავი ზღვის აუზსა და კავკასიაში ისეთი რეგიონალური ინიციატივების მხარდასაჭერად, რომლებიც ხელს უწყობს მთელ რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

პარტიის პოზიცია