დღეს ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ, მოლაპარაკებები ვაწარმოოთ ევროკავშირთან შრომის ბაზრის გახსნის თაობაზე. ეს ნიშნავს, რომ ასეულობით ათას ქართველ ემიგრანტს, რომლებიც დღეს ევროპაში არალეგალურად მუშაობენ, ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ ლეგალურად, მიიღონ მეტი ხელფასი, ჰქონდეთ სამედიცინო დაზღვევა და შრომის დაცული პირობები. ამავდროულად, ეს ნიშნავს დეპორტირების მუდმივი შიშისგან გათავისუფლებას და იმის შესაძლებლობას, რომ რეგულარულად ინახულონ საკუთარი ოჯახის წევრები. ჩვენი პრიორიტეტებია:
- ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულება და ევროკავშირის საერთო ბაზარში ინტეგრირება (ოთხი თავისუფლების მიღწევა);
- ევროკავშირსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან სამუშაო კვოტებზე შეთანხმების მიღწევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ ლეგალურად იმუშაონ ამ ქვეყნებში, რაც მეტ ანაზღაურებას, მათი შრომის უფლებების დაცვას, სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას ნიშნავს;
- ევროკავშირის ფონდებიდან მოვიზიდოთ თანხები, რათა ყველა მეწარმემ შეძლოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაკეტით სარგებლობა;
- ევროკავშირის ფონდებიდან თანხების მოზიდვა საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის.