შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

„ევროპული საქართველოს“ მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია განუხრელი მსვლელობა ნატოსა და ევროკავშირისკენ. მთავრობას უნდა ჰქონდეს ზუსტი გეგმა, როდის შეიტანს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს და როგორ მოემზადება ამ პროცესისთვის. დღეს ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან შრომის ბაზრის გახსნის თაობაზე. ჩვენ:

 

  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პარალელურად, უნდა გავაძლიეროთ ევროკავშირის ჩართულობა საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში;
  • ევროკავშირის ფონდებიდან უნდა მოვიზიდოთ თანხები, რათა ყველა მეწარმემ შეძლოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაკეტით სარგებლობა;
  • ევროკავშირის ფონდებიდან უნდა მოვიზიდოთ თანხები საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის;
  • უნდა შევქმნათ საიმისო პირობები, რომ 2021 წლიდან დაიწყოს ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ეს არის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ყველაზე მჭიდრო ფორმა, როგორიც აქვს ისლანდიას, ნორვეგიასა და ლიხტენშტაინს.

 

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში „ევროპული საქართველო“ გააღრმავებს პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატოსთან. ჩვენ გვსურს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება და ნატოს შეიარაღებულ ძალებთან მათი ურთიერთქმედების გაუმჯობესება. ამ მიზნით მონაწილეობას უნდა ვიღებდეთ ნატოს ეგიდით და/ან ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ერთად საქართველოსთვის ხელმისაწვდომ ყველა წვრთნასა და მისიაში, ასევე გაეროსა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში. ამასთან, საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დადება ვაშინგტონთან.

პარტიის პოზიცია