შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

ჩვენი საგარეო პრიორიტეტებია:

 

  • განუხრელი მსვლელობა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით;
  • ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება;
  • ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულება და ევროკავშირის საერთო ბაზარში ინტეგრირება (ოთხი თავისუფლების მიღწევა);
  • ევროკავშირსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან სამუშაო კვოტებზე შეთანხმების მიღწევა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ ლეგალურად იმუშაონ ამ ქვეყნებში. ეს ნიშნავს მეტ ანაზღაურებას, მათი შრომის უფლებების დაცვას, სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას;
  • შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების განახლება. ამ მოლაპარაკებებს საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს, თუმცა რვა წელია „ქართულ ოცნებას“ ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადაუდგამს;
  • ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესების ეფექტიანად გამოყენება, რათა რუსული ბაზარი ღია იყოს ქართული პროდუქციისთვის;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე, რუსეთის როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სტატუსის განმტკიცება და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის წარმოება;
  • აშშ-თან სავიზო რეჟიმის გამარტივება.

პარტიის პოზიცია