სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და გაძლიერება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის გაძლიერება და ადამიანის უფლებების განმტკიცება, რისთვისაც მხარს დავუჭერთ:
ინფორმაციის თავისუფალ გაცვლასა და საზოგადოების თანასწორ მონაწილეობას პოზიციათა შემუშავებისას;
სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერას, რაც ითვალისწინებს საჯარო და თემის ინტერესების დაცვას;
ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, მუდმივ კოორდინაციაში ვიქნებით სამოქალაქო სექტორთან და ვითანამშრომლებთ მთელ რიგ საკითხებზე;
სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას საჯარო გადაწყვეტილებების მიღებისას.