საქართველოს დიდ ქალაქებში და განსაკუთრებით თბილისში ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, აგრეთვე საცობებისგან განტვირთვის მიზნით აუცილებელია მინიმუმ შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება:
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა;
თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა ესტაკადით;
ვერეს ხეობიდან გამომავალი ახალი მაგისტრალის გვირაბით დაკავშირება გმირთა მოედანზე არსებულ „ლაგუნასკენ“ მიმავალ გვირაბთან;
მარშალ გელოვანის მოედანზე („ვეფხვი და მოყმის“ ძეგლთან) საგზაო მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა (გვირაბით);
გალაკტიონის ხიდის მარცხენა მხარეს (უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე ასასვლელი) პანდუსის მოწყობა;
შეშელიძისა და გობრონიძის ქუჩების კვეთაზე მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა (მუხიანიდან მოძრავი მანქანებისთვის);
მდინარე მტკვარზე მარნეულის და რუსთავის გზატკეცილის ქვემო სამგორთან დამაკავშირებელი ხიდის აშენება;
ლენტეხი-მესტიის, გომბორის, გოდერძის და მლეთა-ყაზბეგის გვირაბების აშენება.