შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

ჩვენი ხედვის შესაბამისად, კულტურის პოლიტიკის მიმართულებით სახელმწიფოს შემდეგი პრიორიტეტები უნდა ჰქონდეს:

 

  • კულტურის საშუალებით საქართველოს საერთაშორისო პოპულარიზაციის გაზრდა;
  • კულტურულ რესურსებზე საქართველოში თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • კულტურული მემკვიდრეობის აღწერა, სისტემატიზაცია და დაცვა;
  • თანამედროვე კულტურული და სახელოვნებო ინიციატივების მხარდაჭერა.

 

ამ მიზნით სახელმწიფოს მთავარი ვალდებულებაა:

 

  • სახელოვნებო და კულტურული საქმიანობის თავისუფლების მხარდაჭერა და წახალისება;
  • რეგიონული პროექტების იმდაგვარად კონსტრუირება, რომ საქართველოს ყველა მხარეში შესაძლებელი იყოს კულტურული ცხოვრების განვითარება;
  • კულტურული მემკვიდრეობის სფეროში აუცილებელია ძირითადი თანხებისა და რესურსების კონცენტრაცია;
  • საქართველოს საგარეო-საიმიჯო ღონისძიებათა დაგეგმვისას კულტურის კომპონენტი საერთო კონცეფციის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს;
  • კულტურა უნდა განვიხილოთ საზოგადოების ინტეგრაციისა და საგარეო გავლენის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად.

პარტიის პოზიცია