ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
ჩვენი მთავარი ამოცანაა უზრუნველვყოთ საზოგადოების ყველა წევრის თანაბარი უფლებები და შევუქმნათ მათ პირობები თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის წახალისებისა და მათი სამოქალაქო უფლებების სრულყოფილად გამოყენების მიზნით, „ევროპული საქართველო“ ზრუნავს თავისი სტრუქტურული ერთეულის - ქალთა ორგანიზაციის განვითარებაზე. ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაცია 2017 წელს შეიქმნა, მოხერხდა ათასობით აქტივისტი ქალის მობილიზაცია, ისევე როგორც მრავალი ქალი ლიდერის იდენტიფიკაცია და ჩართვა ადგილობრივ თუ ეროვნულ პოლიტიკაში. ამგვარად, ჩვენ ვახალისებთ ქალთა ჩართულობას არა მხოლოდ პარტიული საქმიანობისას ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ მეტი ქალის ჩართვას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.