შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ „საქართველოს საჯარო ფინანსების მიმოხილვაში“, რომელიც ჯანდაცვის სექტორზე აქცენტით არის გაანალიზებული, პირდაპირაა ნათქვამი: „ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდის მიუხედავად, ჯიბიდან გადახდები ჯანდაცვის დაფინანსების კვლავ დომინანტურ წყაროდ რჩება (მთლიანი ხარჯის 66%)“. ეს მდგომარეობა, მსოფლიო ბანკის შეფასებით, გაღარიბებისგან დაუცველს ხდის საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს. გასათვალისწინებელია, რომ მათ ჯიბეს მხოლოდ მედიკამენტის ხარჯი არ აწვებათ. ზოგადად, ჯანდაცვის დანახარჯების უდიდესი ნაწილი, შედარებით ნაკლებხარჯიანი ამბულატორიული მკურნალობის ნაცვლად, ძვირად ღირებულ ჰოსპიტალურ მომსახურებას ხმარდება, რაც პრობლემაა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ისე პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის. სიღარიბის დასაძლევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება აუცილებელი (თუმცა არასაკმარისი) პირობაა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში უნდა გაჩნდეს 400-მდე დასახელების მედიკამენტის თანადაფინანსების კომპონენტი (სხვადასხვა შემოსავლის მქონე ჯგუფებისთვის განსხვავებული პროპორციით). ოღონდ ჯერ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ხარჯთეფექტიანობა უნდა გაიზარდოს, რისთვისაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირება სადაზღვევო კომპანიებს უნდა გადაეცეთ. ჯანდაცვაზე გამოყოფილი სახელმწიფო (და არასახელმწიფო) ფინანსების ეფექტიანად ხარჯვა ასევე ხარისხის ამაღლების აუცილებელი წინაპირობაა.

პარტიის პოზიცია