შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

საჯარო სამსახურში არსებული კორუფცია, ნეპოტიზმი და ფავორიტიზმი ყოველთვის იყო მისი არაეფექტიანი ფუნქციონირების მთავარი მიზეზი. „ევროპული საქართველო“ მიზნად ისახავს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლებას, გამჭვირვალობის უზრუნველყოფასა და პროფესიონალების მოზიდვას, რისთვისაც იგი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს:

 

  • საჯარო მოხელეთა ანაზღაურების ეფექტიანი სისტემის შესამუშავებლად, რაც ხელს შეუწყობს და გააძლიერებს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საჯარო სამსახურში. აღნიშნული რეფორმა უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა სტიმულირებას, კვალიფიციური კადრების მოზიდვას და ასევე სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის გამჭვირვალობას;
  • საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, რისთვისაც საჭიროა კანონმდებლობაში ნეპოტიზმის საკითხის ნათლად ასახვა;
  • დეკლარაციის წარმდგენ პირთა სიის გასაფართოებლად, რაც ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურში გამჭვირვალობის ზრდას. ასევე საჭიროა დეკლარაციაში თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა ჩამონათვალის გაფართოება. აღნიშნული რეფორმა უზრუნველყოფს ფავორიტიზმისა და ნეპოტიზმის აღმოფხვრას საჯარო სამსახურში;
  • დეპოლიტიზებული საჯარო სამსახურის შესაქმნელად, სადაც ადამიანები დასაქმდებიან კვალიფიკაციის და არა ნათესაური კავშირების მიხედვით.

პარტიის პოზიცია