2012 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ წელს, საატესტატო გამოცდების შედეგები უარესდება – იზრდება მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მიღმა დარჩენილ აპლიკანტთა რაოდენობა. 2020 წლის მონაცემებით, უმაღლესი სასწავლებლების 59 076 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული; მათგან ფინანსური დავალიანების გამო - 19 874 სტუდენტს, რაც საერთო რაოდენობის 33.6%-ია. რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, 2017 წელს ჩარიცხული სტუდენტების თითქმის ერთ მესამედს (29%) 2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა. 2014 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად მცირდება განათლების ბიუჯეტში სტუდენტთა სასტიპენდიოდ გამოყოფილი თანხის რაოდენობა. ჩვენს ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს გაუჭირდება მსოფლიოში ღირსეული ადგილის დამკვიდრება, თუ სათანადო ყურადღება არ მიექცა განათლებას. უკეთესი განათლება გვჭირდება იმისთვის, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის დაძლევის ასევე მაღალი ტემპი. საგანმანათლებლო სფეროს გაჯანსაღებისთვის „ევროპული საქართველო“ კერძო განათლების სფეროს გაათავისუფლებს სახელმწიფო რეგულაციებისგან, ხოლო საჯარო სკოლებს მიანიჭებს ფინანსურ და მმართველობით ავტონომიას. გაიზრდება მშობელთა როლი სკოლების მართვისას და აღიკვეთება მასწავლებლებზე პოლიტიკური ზემოქმედების ნებისმიერი მცდელობა. ამასთან ერთად, „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო გუნდი კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენს მთავრობას უკვე მომავალი წლიდან, თუ როგორ გაიზარდოს: