შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
„ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს რეგიონულ-პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ამგვარი მოდელის მიხედვით, უფრო დიდ და მჭიდროდ დასახლებულ საარჩევნო ოლქებს შეეძლებათ აირჩიონ რამდენიმე დეპუტატი. იმავდროულად, შემცირდება საარჩევნო ოლქების რაოდენობა. გეოგრაფიულად და ისტორიულად ახლოს მდებარე შედარებით მცირე ოლქები გაერთიანდებიან. თითოეული საარჩევნო ოლქიდან წარდგენილ დეპუტატთა ადგილების რაოდენობა პარლამენტში უნდა იყოს ამ ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობის პროპორციული. პარტიის მიერ პარლამენტში მოპოვებული ადგილების რაოდენობა განისაზღვრება იმით, თუ რამდენ პროცენტს მოიპოვებს იგი რეგიონულ-პროპორციული საარჩევნო სისტემით შესაბამის საარჩევნო ოლქებში.

პარტიის პოზიცია