შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
  • ჩვენი ინიციატივით ზედა ინსტანციის სასამართლოებში მოწვეულ იქნებიან კვალიფიციური და მაღალი რეპუტაციის მქონე უცხოელი მოსამართლეები, რომლებიც დაინიშნებიან განსაზღვრული ვადით და მათ ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ ადგილობრივი მოსამართლეები;
  • სახელმწიფოსთან მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული დავების გადასაწყვეტად შევქმნით დავების განხილვის საბჭოს ანალოგიურ მექანიზმს - ადმინისტრაციულ არბიტრაჟს, რომელიც უცხოელი არბიტრებით დაკომპლექტდება;
  • ავამოქმედებთ ნაფიც მსაჯულთა სისტემას ყველა საპატიმრო საქმის განხილვისას. ასევე შევქმნით მსაჯულის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს. მსაჯულზე ზემოქმედების მცდელობა ან მასზე მუქარა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით;
  • იმისთვის, რომ სასამართლო გათავისუფლდეს კლანის გავლენისგან, უნდა აღიკვეთოს მოსამართლეზე მუქარის, წნეხისა და ძალადობის საფრთხე, სასამართლო არ უნდა იყოს დამოკიდებული აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან რეაგირებაზე. ჩვენ ამერიკული მოდელის მიხედვით შევქმნით სასამართლო მარშალის ინსტიტუტს ამგვარ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილებით;
  • შევამცირებთ სამოქალაქო დავის განხილვის ვადებს, რათა მოქალაქეებმა დროულად და გაუჭიანურებლად ისარგებლონ მართლმსაჯულებით. ასევე დავნერგავთ გამსვლელი მაგისტრატის ინსტიტუტს, რომელიც ოპერატიულად გადაწყვეტს სამეზობლო და მსგავსი კატეგორიის დავას;
  • თუ მოქალაქე სახელმწიფოს მოუგებს დავის პროცესს, სრული დანახარჯები (მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი, აგრეთვე ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება) დაეკისრება სახელმწიფოს, რათა მოქალაქე არ დაზარალდეს სახელმწიფოსთან დავის პროცესში;
  • სრულად ავამოქმედებთ მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის წესს;
  • ჩვენ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესს ან მოქალაქეს შორის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ) დავებზე აშშ-ის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებებს სამართლებრივ პრეცედენტებად ვაღიარებთ;
  • საკონსტიტუციო ცვლილებით უფლებამოსილებას შევუწყვეტთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას. გავაერთიანებთ უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებს. საკონსტიტუციო ცვლილების გზით გავაუქმებთ 2017 წლიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტს;
  • 2021 წლის ბოლომდე შემოვიღებთ მოსამართლის არჩევითობის პრინციპს პირველ ინსტანციაში, რომელიც განიხილავს საქმეთა უმრავლესობას.

პარტიის პოზიცია