შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებიდან გამომდინარე, დაწესებული შეზღუდვები მთავრობისა და საზოგადოების ურთიერთნდობასა და თანამშრომლობას დაემყარება. მთავრობა დასჯის პრინციპით კი არ იმოქმედებს, არამედ საზოგადოებას ისეთ გონივრულ რეკომენდაციებს შესთავაზებს, რასაც მოქალაქეები მიიღებენ და სათანადოდ დაიცავენ. ზუსტად ამას ნიშნავს „ვირუსთან თანაცხოვრება“ და სწორედ ეს მიდგომა აგვაცილებს თავიდან ეკონომიკის ისეთ დასუსტებას და საზოგადოების ისეთ ფსიქოლოგიურ თუ ფინანსურ გამოფიტვას, რომ ვირუსთან ბრძოლის მარათონს რაც შეიძლება დიდხანს გავუძლოთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ დისკრიმინაციული პოლიტიკის აღმოფხვრა, რასაც „ქართული ოცნება“ ვირუსთან ბრძოლის საბაბით ატარებს.

პარტიის პოზიცია