ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
ახალი კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული კრიზისის ეფექტიანი მართვა მოითხოვს ინფექციის გავრცელების ისეთ დონეზე კონტროლს, რომ დატვირთვას გაუძლოს ჯანდაცვის სისტემამ და, იმავდროულად, რაც შეიძლება მინიმალურად შემცირდეს ეკონომიკური აქტივობა. „ქართული ოცნების“ დამაზიანებელი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ქვეყნის ეკონომიკა ისედაც დასუსტებული შეხვდა ამ გამოწვევას და მკაცრი შეზღუდვების პოლიტიკას ვერ გასწვდება საქართველოს მწირი ფინანსური რესურსი.
მკაცრმა შეზღუდვებმა გაუმართლებლად მეტი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას და ათიათასობით ოჯახს შიმშილის საფრთხე შეუქმნა, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. ამიტომ საჭიროდ მივიჩნევთ გადასახადების შემცირებას ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვის.