შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

საქართველოს ეკონომიკის სწრაფ ზრდას სჭირდება უცხოური ინვესტიციების მეშვეობით დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოვიდეს მეტი ფული და გაიზარდოს ქვეყნის ტურისტული თუ ტრანზიტული პოტენციალი, ხოლო საქართველო იქცეს რეგიონალურ ჰაბად. ამ მიზნის მისაღწევად „ევროპული საქართველო“ გეგმავს:

 

  • რუსთავი-მარნეულის დაბალბიუჯეტიანი აეროპორტის გახსნას;
  • ქუთაისის აეროპორტის გაფართოებას;
  • ქუთაისის აეროპორტში სატვირთო ტერმინალის დამატებას;
  • თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული რკინიგზის გახსნას;
  • თბილისის შემოვლითი რკინიგზის ამუშავებას;
  • ლენტეხი-მესტიის, გომბორის, გოდერძის და მლეთა-ყაზბეგის გვირაბების აშენებას;
  • ანაკლიის ყურეში საზღვაო პორტის მშენებლობის დასრულებას.

პარტიის პოზიცია