ქვეყნის მასშტაბით დღეს არსებული დაბალი ეკონომიკური ზრდა რეგიონებისთვის სრულ კატასტროფას ნიშნავს. რეგიონების უმეტესობაში, ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონული ზრდა საერთოდ არ გვქონია. რეგიონების გამოცოცხლება მეტი თვითმმართველობითა და მეტი ადგილობრივი ინიციატივითაა შესაძლებელი. იქ მცხოვრებ მოქალაქეებს არ უნდა ზღუდავდეს ცენტრალური ხელისუფლების ბიუროკრატიული სირთულეები, უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებლად უფრო მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლება. განვლილ წლებში შენელდა სოფლად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი, გაუქმდა სოფლის დახმარების პროგრამა, არ იქნა შემოყვანილი საკმარისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ყოველივე ამით კიდევ უფრო დამძიმდა სოფლის მოსახლეობის პირობები. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, გვქონდეს ევროპული სოფელი და არა ღარიბი სოფელი. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ:
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მივაღწიოთ ევროკავშირის ფონდებისა და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან თანხების მოზიდვა-ინვესტირებას ქართულ სოფელში, ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი და საკონსერვო წარმოების აღსადგენად და სოფლად სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ვიმუშავებთ უცხოეთში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციისა და მასზე მოთხოვნის გაზრდის, ახალი საერთაშორისო ბაზრების გახსნისა და უკეთ ათვისების მიზნით.