შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

„ევროპულ საქართველოს“ გამოსავლად მიაჩნია, ერთი მხრივ, გადასახადების დაწევა და, მეორე მხრივ, ბიუჯეტის სწორად გადალაგება, რომ ბიუჯეტში მობილიზებული გადასახადებით ისევ ხალხმა ისარგებლოს და არა ბიუროკრატიამ. ჩვენი მიდგომა ასეთია: ნაკლები ფული ბიუროკრატიას, მეტი თანხა - ხალხს და ბიზნესს. „ევროპული საქართველოს“ კონკრეტული ინიციატივებია:

 

  • ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზის შემცირება 25%-ით, რაც შეაფერხებს ფასების ზრდას;
  • დღგ-ით დაუბეგრავი ბრუნვის ზღვრის 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაზრდა;
  • დამატებითი ღირებულების გადასახადის 18-იდან 16%-მდე შემცირება;
  • განაწილებული მოგების 15%-იანი გადასახადის შემცირება 10%-მდე;
  • საშემოსავლო გადასახადის შემცირება 20-იდან 10%-მდე;
  • ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია;
  • მთავრობის საკუთრებაში არსებული მიწებისა და ქონების ხალხისთვის დაბრუნება;
  • აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, საერთაშორისო ფონდებისა და ინვესტიციების მოზიდვა;
  • რაიონების ბიუჯეტში მეტი ფულის დატოვება;
  • სამთავრობო ხარჯების 2 მილიარდით შემცირება;
  • მთავრობის ზომის შემცირება მშპ-ის 20%-მდე არაუგვიანეს 2024 წლამდე;
  • სესხებთან, მშენებლობასთან და სხვ. დაკავშირებული რეგულაციების შემცირება;
  • ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმების შემუშავება.

 

აღნიშნული გეგმის მიხედვით, შევქმნით 100 000 სამუშაო ადგილს და თითოეულ ოჯახს დარჩება 2000 ლარზე მეტი. ეს ზომები პირველივე წელს ჯამში 1.2 მილიარდ ლარზე მეტს ჩატოვებს ეკონომიკაში და დაეხმარება როგორც საერთო-ეკონომიკურ, ისე ასიათასობით ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

პარტიის პოზიცია