მთავარი გეგმით გათვალისწინებული და ბავშვებზე მზრუნველობის რეფორმის მიზანი საქართველოში არსებული სიღარიბის პრობლემის ერთხელ და საბოლოოდ დაძლევაა. PISA-ს საერთაშორისო კვლევების თანახმად, მსოფლიოს 77 ქვეყნიდან, ზოგადი განათლების ხარისხის მიხედვით, საქართველო 69-ე პოზიციაზეა - ბოლო ათეულში მერვე ადგილს იკავებს. საქართველოში ასევე გვყავს 12 000 ბავშვი, რომლებიც განათლების მიღებასა და სკოლაში სიარულს ვერ ახერხებენ. ხშირ შემთხვევაში, განათლების უხარისხო სისტემა და განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვები ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის წარმატების და ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობის წართმევას. ქვეყანას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ბავშვებს საკვებით, სამედიცინო სერვისებითა და განათლებით, მომავალი არ აქვს. ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევისა და განვითარების ყველაზე ეფექტიანი გზა ბავშვებზე, ჩვენს მომავალზე ზრუნვაა, მათ განათლებასა და ჯანმრთელობაში ინვესტირებაა. ჩვენი გეგმით:
400 მილიონი ლარი ბავშვებში შიმშილის დასამარცხებლად: