საქართველოში უნდა არსებობდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა. უნდა შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და კომისიის წევრების შერჩევისა გადამწყვეტი როლი უნდა მიენიჭოთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ კომპონენტს კი - უმცირესი. დამატებითი რეგულაციები უნდა დაწესდეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, სრულად უნდა შეიზღუდოს არჩევნებში საჯარო მოხელეების ჩართვა, ისევე როგორც სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ პარტიების დაფინანსება.