ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია
ჩვენი მიზანია ოჯახების ეკონომიკურად გაძლიერება. საქართველო გახდება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყანა მსოფლიოში.
10-მილიარდდოლარიანი ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში, რაც მოიტანს ასობით ათას ახალ სამუშაო ადგილს.
გაუქმდება საშემოსავლო გადასახადი - მეტი შემოსავალი ოჯახებსა და ბიზნესს.
სესხის დაბალი პროცენტი და კრედიტების გადავადება - მეტი შესაძლებლობები ბიზნესსა და ოჯახებს!
სტაბილური და გამყარებული ლარი - პროგნოზირებადი გარემო ბიზნესისთვის!
დაცული ბიზნესი და ხელშეუხებელი კერძო საკუთრება - გაუქმდება ფინანსური პოლიცია და ეკონომიკურ დანაშაულზე აღარ იარსებებს სისხლისსამართლებრივი დევნა.
ჩვენი გეგმით:
გაუქმდება საშემოსავლო და მოგების გადასახადი - ფისკალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად გადასახადები გაუქმდება ეტაპობრივად და ყოველწლიურად დაიკლებს 5-5%-ით;
ეკონომიკური და საგადასახადო გადაცდომებისთვის აღარ იქნება გათვალისწინებული პატიმრობა და სისხლისსამართლებრივი დევნა;
გაუქმდება ფინანსური პოლიცია;
გაიზრდება არბიტრაჟის, მათ შორის, უცხოური არბიტრაჟის როლი საგადასახადო დავებში;
ამერიკასთან გაფორმდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება;
საქართველო გახდება ევროპაში ყველაზე მცირე მთავრობის მქონე ქვეყანა.
რეფორმის შედეგად:
2000-ლარამდე გაიზრდება (გაორმაგდება) საქართველოში არსებული საშუალო ხელფასი. საშემოსავლო გადასახადის გაუქმებით, ყოველთვიურად, თითოეულ დასაქმებულს კუთვნილი ხელფასიდან აღარ ჩამოეჭრება 20% და შეძლებს, უკეთ იზრუნოს საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე;
შეიქმნება, მინიმუმ, 100 000 ახალი სამუშაო ადგილი მხოლოდ საგადასახადო რეფორმის შედეგად. გადასახადების გაუქმებით ბიზნესი შეძლებს სწრაფ განვითარებას, რაც, ბუნებრივია, ქვეყანაში დასაქმების ახალ შესაძლებლობებს გააჩენს;
აღმოიფხვრება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის არსებული დავების უმრავლესობა და შეიქმნება ბიზნესსაქმიანობისთვის სამართლიანი, მარტივი და დაცული გარემო;
საგადასახადო წნეხი არსებული 26%-იდან შემცირდება 15%-მდე, რაც ევროპისთვის - საუკეთესო, ხოლო მსოფლიოსთვის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. გაიზრდება ქვეყნის საინვესტიციო რეპუტაცია და მიმზიდველობა მსოფლიო მასშტაბით, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოდინებას.