განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება:
გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება;
მნიშვნელოვნად გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება;
გაიზრდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება;
გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება;
გაიზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსება და ამავდროულად ჩამოყალიბდება დაფინანსების კონცეპტუალურად ახალი მოდელი;
საქართველო გახდება Erasmus+ პროგრამული ქვეყანა, რის შედეგადაც ხელმისაწვდომი იქნება პროგრამის ყველა კომპონენტი;
გაიზრდება სახელმწიფოს დაფინანსებით სამეცნიერო საგრანტო კონკურსების რაოდენობა;
ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობას;
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი ჩამოყალიბდება, როგორც უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის მქონე მეცნიერებისა და განათლების კერა.